თბილისის მერიამ სტიქიით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების წესის ორი ვარიანტი მოამზადა

news
: news ივლისი 3, 2015 13:33 განახლებულია

თბილისის მერიამ სტიქიით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების წესის ორი ვარიანტი მოამზადა

მნიშვნელოვანი

  • დედაქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებით სტიქიის ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი შეიმუშავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განუცხადა.

სხვა სტატიები

დედაქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებით სტიქიის ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი შეიმუშავა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მერიის წარმომადგენლებთან ერთად იგი მონაწილეობდა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის ზიანის ანაზღაურების წესის შემუშავებაში. ამ წესის პროექტი, გუშინ გვიან ღამით დაზარალებულ მოსახლეობასაც გააცნეს. ისინი მათ მიერ შემუშავებულ წესს იზიარებენ.
ბერაძის თქმით, მათ შეიმუშავეს ორი ვარიანტი: პირველი ვარიანტის მიხედვით, კომპენსაცია მოხდება სულადობით. ასეთი პირებისათვის თანხა გაიცემა საცხოვრებელის შესაძენად. მათ გადაეცემათ ასევე 10.000 ლარი პირველადი ნივთების შესაძენად.
მეორე ვარიანტის მიხედვით კი, მოხდება დაზარალებულთა ქონების საბაზრო ღირებულებით თანხობრივი ანაზღაურება და ეს ქონება შემდეგ გადაეცემა მერიას.
“ჩვენი აზრით, მიღებული იქნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც არის უპრეცედენტო, რადგან პირველ ვარიანტში მოსახლეობას დამატებით მიეცემა 10 000 ლარი, ამავდროულად ჩვენ გადავწყვიტეთ ასე, რომ შეგვეფასებინა რა ღირდა მიწის ნაკვეთები და საცხოვრისები სტიქიამდე. 1 კვ. მ შეფასდა 1000 დოლარად. მაგალითად, თუ ორსულიან ოჯახს ეკუთვნის 45 კვ. ბინის ფართი, ჩაერიცხება 45 ათასი დოლარი პირად ანგარიშზე და ამ თანხით ის უზრუნველყოფს მისთვის სასურველი ბინის შეძენას. მეორე წესის მიხედვით კი, მოხდება დაზარალებულთა ქონების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურება”, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობა თავად აირჩევს, თუ რომელი ვარიანტი იქნება მისთვის სასურველი. ზოგიერთ შემთხვევაში მეორე წესს დაქვემდებარებული დაზარალებული ოჯახები ზარალდებოდნენ, მეორე წესის გამოყენების შემთხვევაში – პირველ წესს მიკუთვნებული ოჯახი ზარალდებოდნენ, ამიტომ ავიღეთ ორივე წესი. ზოგიერთმა სტიქიის შედეგად დიდი ქონება დაკარგა. რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობდა. შესაბამისად, მათ ქონება უნდა აუნაზღაურდეთ.
რიმა ბერაძემ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის 25 მილიონი ლარი შეგროვდა, ამ თანხების განკარგვა აისახება თბილისის მერიის ვებგვერდზე, თანხების ნაწილი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასაც მოხმარდება.
მისივე თქმით, სტიქიამ 161 ოჯახი დააზარალა, 19 გარდაცვლილია, 3 კი დღემდე ეძებენ.

news
: news ივლისი 3, 2015 13:33 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics