თამარ ბერუჩაშვილი – რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით ვაჩერებთ

news
: news იანვარი 30, 2015 12:34

თამარ ბერუჩაშვილი – რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით ვაჩერებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზარს “მახედ” მიიჩნევს. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ვაშინგტონში, რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა რუსეთის ბაზარს “ძალიან არაპროგოზირებადი” უწოდა.

“ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე შეფასებით, რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობს დესტრუქციულ ნაბიჯებს, რისი უკანასკნელი ნათელყოფა იყო ნოემბერში, მოსკოვში ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ვითარებაზე საუბრისას, სადაც რუსეთს 11 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ იქ სამხედრო ძალების გაძლიერება ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს.
“შემდეგი ნაბიჯი ოსეთი იქნება, არსებობს იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, გამეორებულ იქნეს ყირიმის მსგავსი სცენარი და განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის ანექსია”, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აშშ-ის მთავრობის სხვა წევრებთან და კონგრესმენებთან, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

news
: news იანვარი 30, 2015 12:34
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


33,690
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics