თავისუფლების მოედანზე აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს

news
: news მარტი 21, 2015 11:35 განახლებულია

თავისუფლების მოედანზე აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს

მნიშვნელოვანი

  • თბილისში, თავისუფლების მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. სცენის დამონტაჟება თბილისის საკრებულოს შენობის წინ ხდება. მის პარალელურად ამონტაჟებენ რამდენიმე დიდ მონიტორსაც, რათა აქციის მონაწილეებმა გამომსვლელთა ნახვა შეძლონ.

სხვა სტატიები

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. სცენის დამონტაჟება თბილისის საკრებულოს შენობის წინ ხდება. მის პარალელურად ამონტაჟებენ რამდენიმე დიდ მონიტორსაც, რათა აქციის მონაწილეებმა გამომსვლელთა ნახვა შეძლონ.
ამ წუთებში ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები არ იმყოფებიან. “თავისუფლების მოედანზე” მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობას, ამ წუთებისთვის გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ლესელიძის ქუჩის მიმართულებით, რომელიც სამართალდამცველებს ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.
თავისუფლების მოედანზე, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება – ერთი, ვარდების მოედანზე, მეორე კი ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ.
აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება.

news
: news მარტი 21, 2015 11:35 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics