“თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის შეცლის აუცილებლობაზე საუბრობენ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 21, 2015 22:41

“თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის შეცლის აუცილებლობაზე საუბრობენ

alasania“თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის შეცლის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადვადგომის გადაწყვეტილებაბ თავად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.

“ჯერ კიდევ აჭარაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თავისუფალი დემოკრატების სიტყვას აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისით.

ჩვენი პოლიტიკური ძალა არის ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე, პროგრესსა და სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არ შესწევს ამ ყველაფრის უზრუნველყოფის უნარი. ამიტომაც ჩვენ, ,,თავისუფალმა დემოკრატებმა” პირველებმა დავაყენეთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შევუერთდებით ნებისმიერ პროცესს თუ პროცედურას.

მთავრობა უნდა შეიცვალოს და ამის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მმართველმა ძალამ უნდა მიიღოს, უმოკლეს დროში” – ნათქვამია განცხადებაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 21, 2015 22:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics