თავდაცვის მინიტრი დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

news
: news იანვარი 17, 2015 12:12

თავდაცვის მინიტრი დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრი მათი სოციალური პირობებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. მინდია ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებისათვის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. შეხვედრაზე საუბარი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება დაჭრილი ჯარისკაცების საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებისა და მათი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს, საკომუნიკაციო საშუალებების მაქსიმალურად ადაპტირებისა და უზრუნველყოფის საკითხებს დაუთმო. მინდია ჯანელიძემ სამხედრო მოსამსახურეებს ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.
მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიიღეს. თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და დაღუპული მეომრების ოჯახების წევრებთან მუდმივი კომუნიკაციისა და მათი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და კახა ოქროჯანაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი დაესწრნენ.

news
: news იანვარი 17, 2015 12:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics