“ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ექსჰუმაცია უახლოეს მომავალში მოხდება”

news
: news თებერვალი 11, 2015 22:42

“ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ექსჰუმაცია უახლოეს მომავალში მოხდება”

ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ექსჰუმაცია, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოხდება.
როგორც გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” სტუმრობისას განაცხადა, ამ ეტაპზე გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს.
“ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტიზები არსებულ ნივთმტკიცებებზე. ამ პროცესში ჩართული იქნებიან, სავარაუდოდ უცხოელი ექსპერტები და საბოლოოდ ალბათ მოხდება გვამების ექსჰუმაცია”, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

ამასთან, გარდაცვლილი პრემიერის ძმამ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ ექსპერტი ლევან ჩაჩუა ექსპერტიზის განმავლობაში ცხედრებს საერთოდ არ მიკარებია და ყველა პროცედურა სანიტრებმა შეასრულეს.
“ექსპერტიზის პროცესი თავიდან ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორის მიერ არის გადაღებული. მე ფირი ბუნებრივია არ მინახავს, მაგრამ ისინი, ვინც ნახა, მეუბნებიან, რომ ბატონი ლევან ჩაჩაუა საერთოდ არ მიკარებია ცხედრებს ექსპერტიზის განმავლობაში. მთელ ექსპერტიზას, გაკვეთას, ყველა პროცედურას ასრულებდნენ სანიტრები”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

news
: news თებერვალი 11, 2015 22:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics