ზურაბ აბაშიძე: ხელშეკრულებას, რომელიც დღეს ძალაში შევიდა, არანაირი უნიკალურობა არ აქვს

news
: news მარტი 5, 2015 16:52 განახლებულია

ზურაბ აბაშიძე: ხელშეკრულებას, რომელიც დღეს ძალაში შევიდა, არანაირი უნიკალურობა არ აქვს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ე.წ. შეთანხმებას მსოფლიოში 1-2 ქვეყნისა და რუსეთის გარდა არავინ აღიარებს.

„ჩვენი დამოკიდებულება მოგეხსენებათ. ამ ხელშეკრულებას მსოფლიოში არავინ აღიარებს, გარდა თავად რუსეთისა და კიდევ 1-2 ქვეყნისა. ასე რომ, სამართლებრივად, ამ ხელშეკრულებას, რომელიც დღეს ძალაში შევიდა, ფაქტობრივად არავითარ ლეგარლურობა არ აქვს“, – განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება ძალაში დღეს შევიდა.

news
: news მარტი 5, 2015 16:52 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics