ზუგდიდში დანაშაულის პრევენციის ცენტრი გაიხსნა

news
: news თებერვალი 5, 2015 16:23

ზუგდიდში დანაშაულის პრევენციის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ზუგდიდს ფილიალმა მუშაობა დაიწყო. ოფისი ზუგდიდის იუსტიციის სახლში განთავსდა. დანაშაულის პრევენციის ზუგდიდის ფილიალს დღეს ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე სტუმრობდა. მან ჟურნალისტებთან, საუბარში აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში პროგრამის ამოქმედება მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფილი პატიმრების რაოდენობა მაღალია. მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, სხვა მომსახურეობებთან ერთად, ხდება ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიიკური ჯანმრთელობის პროგრამების მოგვარება, პროფესიული გადამზადება და პროგრამის წარმატებული მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობა.
“ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიარესოციალიზაციის პროგრამა. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. სამეგრელოში მცხოვრებ ყოფილ მატიმრებს შეუძლიათ მიმართონ ზუგდიდის იუსტიციის სახლში გახსნილ ფილიალს და ჩერთონ პროგრამში. “, – განაცხადა ჯონი კვინიკაძე.
ცნობისთვის, “ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა 2 წლის წინ ამოქმედდა. ამ ეტაპზე, ზუგდიდის გარდა, დანაშაულის პრევენციის ფილიალები გორში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს.

news
: news თებერვალი 5, 2015 16:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics