ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

ზუგდიდიში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ დარბაზში,  შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შტურმით სცადეს რკინის ჯებირების გარღვევა და შენობაში შესვლა, სადაც ბაჩანა ახალაიას წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს და შეკრებილებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე აქციის მონაწილე დაშავდა. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება. შეკრებილების განცხადებით, უნდა შევიდნენ აუცილებლად შიგნით და ნახონ, ვინ არიან ის „სამარცხვინო სტუმრები“, ვინც წიგნის პრეზენტაციაზე მიიწვიეს. მანამდე აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათი წარმომადგენლისთვის მიეცათ უფლება შესულიყო და ენახა, თუ რა ხდება რესტორან „ნიკალაში“. ამ წუთებშიც გრძელდება პოლიციას და მანიფესტანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება. აქციის მონაწილეები კვლავ ცდილობენ შენობაში შესვლას, რის უფლებასაც მათ შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ.

არსებული ინფორმაციით, წიგნის პრეზენტაციას ზუგდიდში არსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.

banner
წინა სტატიაშიგაერო „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ძალებს მიესალმება
შემდეგი სტატიაკახეთის გზატკეცილზე არსებულ ხიდებზე ამაღამ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება