ზუგდიდის საკრებულოს წევრი – როდის დამთავრდება გამგებლის ტყუილების სერიალი?

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 2, 2015 17:48 განახლებულია

ზუგდიდის საკრებულოს წევრი – როდის დამთავრდება გამგებლის ტყუილების სერიალი?

ზუგდიდის საკრებულოს წევრი - როდის დამთავრდება გამგებლის ტყუილების სერიალი? დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შამგონის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ზაზა ხუბუამ სოფლის მოსახლეობის სახელით გამგებელის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. მისი თქმით, ედიშერ თოლორაია თავს არიდებს მათთან შეხევედრას და არც მიცემულ დაპირებებს ასრულებს. დღევანდელ სხდომას სოფელ შამგონის რამდენიმე მკვიდრიც ესწრებოდა.

“აქ მოსვლისას სულ გვატყუებს. როდის დამთავრდება ეს ტყუილების სერიალი. თავის კაბინეტში კაციშვილს არ ღებულობს. წელიწადნახევარია არჩეულია და მას მოსახლეობა არ იცნობს”, – განაცხადა ზაზა ხუბუამ სხდომაზე.

აღნიშნული განცხადებებისა და საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია სოფელ შამგონის რამდენიმე მკვიდრს, ზაზა ხუბუასთან ერთად, თავის კაბინეტში შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზაზა ხუბუამ და მისმა თანასოფლელებმა ჟურმნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ხუბუას არც თავის განცხადებებთან დაკავშირებით გაუკეთებია რაიმე განმარტებები. შესაბამისად, ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, თუ რას გულისხმობდა “ქართული ოცბნების” დეპუტატი “შეუსრულებელ დაპირებებში”.

შეხვედრის დეტალებზე პასუხის გაცემა ასევე არ ისურვა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაი ზაზა ხუბუას ბრალდებებს გაუგებარს უწოდებს.

“იმის თქმა, რომ გამგებელი ედიშერ თოლორაია მოსახლეობას არ იღებს, არის დიდი ტყუილი. გამგებელი მიღების დღეების გადრდა, მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჯიმშიც ხვდება. რაც შეეხება, ხუბუას განცხადებებს, დაპირებებთან დაკავშირებით, ჩვენთვის უცნობია კონკრეტულად რას გულისხმობდა იგი. გარდა ამისა, გამგებელს სოფელში თავისი წარმომადგენელი ჰყვას და მოსახლეობის პრეტენზიები თუ მოსაზრებების შესახებ მას ინფორმაცია ყოველთვის აქვს. შამგონასთან დაკავშირებით, რაიმე სახის ინფორმაცია თუ წერილი გამგეობაში არ შემოსულა”, – აცხადებს მაია ღურწკაია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 2, 2015 17:48 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics