ზუგდიდის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლს აუშენებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 12, 2015 15:37

ზუგდიდის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლს აუშენებს

ზუგდიდის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლს აუშენებსზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ოკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებულია და რემონტს არ ექვემდებარება, 35კვ/მ საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში აუშენებს. აღნიშნულ საკითხზე სპეციალური კომისა მომავალი კვირიდან დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორი გურგენ სართანია აცხადებს.
პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული. წელს, დაახლოებით, 20 ასეთი სახლის მშენებლობა იგეგმება.

პროექტის მიხედვით, ერთი ასეთი სახლის შშენებლობისთვის, დაახლოებით, 17 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა, როგორც გურგენ სართანია ამბობს, ტენდერის შედეგად, სახლების აშენების ღირებულებამ შესაძლებელია დაიწიოს და დაგეგმილზე ერთი ან ორი სახლით მეტი აშენდეს.

აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. თუმცა, როგორც გამგეობაში აცხადებენ, სოციალურად დაუცველებისთვის მოქმედებს სხვადასხვა სოციალური პროგრამები, მათ შორის, გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფა,ონკოლოგიური დააავადებების მქონე პაციენტების ერთჯერადი დახმარება და სხვა.
“გვყავს ისეთი ოჯახები, რომლებიც ერთი ოთახის გარემონტებას ითხოვენ. ამას აზრი არა აქვს, რადგან მომავალ წელს ასეთ სახლებს კვლავ დასჭირდება რემონტი. ჩვენ პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაზე გავთვალეთ, რადგან ამა თუ იმ ოჯახის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდეს”, -თქვა გურგენ სართანიამ.

გურგენ სართანიას თქმით, სპეციალურ კომისიაში ჩართული იქნებიან, როგორც საკრებულოსა და გამგეობის ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქები.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 12, 2015 15:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics