ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების უმაღლეს დონეზე გაფორმება გადაწყვიტა

news
: news მარტი 6, 2015 16:27

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების უმაღლეს დონეზე გაფორმება გადაწყვიტა

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" უმაღლეს დონეზე გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სტატიები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” უმაღლეს დონეზე გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა მთავრობის წინადადებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნას უმაღლეს დონეზე.
მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმება მოსკოვსა და მის მიერ ოკურებულ ცხინვალის რეგიონს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ, ისე საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ე.წ. ხელშეკრულება 25 წლის ვადით გაფორმდება.

news
: news მარტი 6, 2015 16:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics