ვლადიმერ პუტინი – უკრაინამ მშვიდობიანი პერიოდი ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა

news
: news იანვარი 26, 2015 21:34

ვლადიმერ პუტინი – უკრაინამ მშვიდობიანი პერიოდი ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა

მნიშვნელოვანი

  • მისი თქმით, როდესაც წინააღმდეგობა გაუწიეს, კიევმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა და ეს პერიოდი ჯარების გადაჯგუფებისთვის

სხვა სტატიები

ოფიციალური კიევი უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზით სიარულზე და მშვიდობიანი პერიოდი ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა. “იტარ-ტასის” ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც წინააღმდეგობა გაუწიეს, კიევმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა და ეს პერიოდი ჯარების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა, შემდეგ კი, ისევ განაგრძეს ეს მოქმედებები. “უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა და ეს, რა თქმა უნდა, რეალური ტრაგედიაა”, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, უკრაინაში, არსობრივად, სამოქალაქო ომია და ფიქრობს, რომ იქ ეს ყველას ძალიან კარგად ესმის.
დღესვე, რუსეთის პირველმა პირმა უკრაინის არმიას ნატოს ლეგიონი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის ეროვნულ ინტერესებს კი არ იცავს, არამედ აპირებს მიაღწიოს თავის გეოპოლიტიკურ მიზანს რუსეთის შეკავებასთან დაკავშირებით. ეს კი, პუტინის აზრით, სულაც არ ეთანხმება უკრაინელი ხალხის ეროვნულ ინტერესებს.

news
: news იანვარი 26, 2015 21:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics