ვინ უხელმძღვანელებს შს სამინისტროს?- ღარიბაშვილმა ჭიკაიძის განცხადება დააკმაყოფილა

news
: news იანვარი 26, 2015 12:17

ვინ უხელმძღვანელებს შს სამინისტროს?- ღარიბაშვილმა ჭიკაიძის განცხადება დააკმაყოფილა

ვინ უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე უცნობია. კულუარული ინფორმაციით კი მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე პირი განიხილება. ერთ-ერთი კი ვახტანგ გომელაურია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა რომ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა.

ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით დღეს დილიდან განცხადებები კეთდება. გომელაურის შესაძლო მინისტრობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილი თვლის რომ გომელაურს საუკეთესო პიროვნული და მენეჯერული თვისებებიაქვს და ის გამორჩეული ადამიანია.

“ვინ იქნება მინისტრი, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, მაგრამ თუ მეკითხვებით უშუალოდ ვახტანგ გომელაურზე, ის ნამდვილად საუკეთესო ადამიანური და მენეჯერული თვისებებით გამორჩეულია,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი ფიქრობენ, რომ ახალი მინისტრი მხოლოდ დეკორაცია იქნება.

news
: news იანვარი 26, 2015 12:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics