ვენეციაში ადიდებულმა წყალმა ისტორიული ქალაქის სამი მეოთხედი დატბორა

ვენეციაში უამინდობის შედეგად ადიდებული წყალი არხებიდან გადმოვიდა და ქალაქის ისტორიული ნაწილი დატბორა.

წყალდიდობის გამო საჭირო გახდა 200-მდე ადამიანის ევაკუაცია.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ადრიატიკის ზღვის დონემ 149 სანტიმეტრით აიწია, რის შედეგადაც ქალაქის სამი მეოთხედი დაიტბორა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში, ეს უკვე ქალაქის დატბორვის მეოთხე შემთხვევაა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ქალაქში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ბარიერის მშენებლობა, რომელიც ქალაქს წყალდიდობისგან დაიცავს, მიმდინარე წელს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიეკა ყუშიტაშვილს 30-დღიანი პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატიაშარლი ებდოს რედაქციამ დროებით მუშაობა შეაჩერა