ვენესუელაში სურსათის ყიდვა კვრაში მხოლოდ ორჯერ შეიძლება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 15, 2015 20:08

ვენესუელაში სურსათის ყიდვა  კვრაში მხოლოდ ორჯერ შეიძლება

ვენესუელაში სურსათის ყიდვა  კვრაში მხოლოდ ორჯერ შეიძლებასასურსათო პროდუქტების გაძლიერებული დეფიციტის ფონზე, ვენესუელამ სახელმწიფო სასურსათო მაღაზიებისათვის საბარათე სისტემა შემოიღო და ამ ბარათებით სახელმწიფოს მიერ ფიქსირებული დაბალი ფასებით პროდუქტის ყიდვა, კვირაში მხოლოდ ორჯერ შეიძლება.

სახელმწიფოს მხრიდან ყველა მცდელობა, გაუმკლავდეს პროდუქტების დეფიციტს, ნავთობზე ფასების ვარდნის გამო, უშედეგოა.
ვენესუელა სოციალისტური ორიენტაციის ქვეყანაა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხელმოკლედ ცხოვრობს და ნავტობიდან შემოსული თანხით დაფინანსებულ სოციალური პროექტებით სარგებლობს. ვენესუელის ბიუჯეტის 95%, ნავთობიდან შემოსულ თანხაზე მოდის. ვენესუელაში სახელმწიფო მაღაზიებიც მოქმედებენ, სადაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამჟამად უშველებელ რიგებში დგომა საათობით უწევს. სახელმწიფო მაღაზიებთან მუდმივად მორიგეობენ პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებს დოკუმენტებს უმოწმებენ და აღრიცხვას აწარმოებენ, რათა მომხმარებლები კვირაში ორზე მეტჯერ არ მოხვდნენ პროდუქტის საყიდლად. მიმდინარეობს ასევე კონტროლი იმისა, რომ უცხოელებმა არ შეიძინონ, მოსახლეობის დაბალი ფენებისათვის ჩვეულებრივზე დაბალ ფასად გაყიდვადი საქონელი და არ გადააგზავნონ ის მეზობელ ქვეყნებში. სურსათის სინაკლებე იგრძნობა აგრეთვე შავ ბაზარზეც.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ვენესუელის ხელისუფლების (რომლის წყაროც ძირითადად დაბალი ფენის მოსახლეობაა) წარმომადგენლები, აკეთებენ ლოგიკას მოკლებულ განცხადებებს, ვითომდა ხალხის დასამშვიდებლად. ამის მაგალითად, ,,თაიმსს,, მოჰყავს ვენესუელის სურსათის მინისტრის, ივან ხოსე ბელო როხასის, გამონათქვამი, რომლის გამოც ის დაცინვის ობიექტი გახდა, მისი განცხადებით, ის თვითონაც არაერთხელ მდგარა საკვების საყიდლად რიგში, როცა ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე იყო მისული. სასურსათო უსაფრთხოების ნაციონალური სამსახურის უფროსმა კარლოს ოსორიოს განცხადებით კი, სასურსათო მაღაზიებში რიგები იმის მაჩვენებელია, რომ სურსათი მრავლადაა ვენესუელაში. ,,რომ არ ყოფილიყო სურსათი, რიგებიც არ იქნებოდა,, აცხადებს ის.

ვენესუელის ეკონომიკური და სასურსათო კრიზისი და 63%ანი ინფლაცია ნავთობის ფასების კატასტროფულმა ვარდნამ გამოიწვია, რაც ამ ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, აშშ-ს მიერ გაჩაღებული ,,ეკონომიკური ომის,, დამსახურებაა. ხალხის დასამშვიდებლად და ნავთობის კრიზისის გადასაგორებლად, მადურო ჩინეთს მოელაპარაკა 20 მილიარდი დოლარის სესხზე და მისივე განცხადებით, კატარისგანაც აქვს პირობა რამდენიმე მილიარდზე. მადურო კრიზისის დაძლევას და ეკონომიკურ რეფორმებს ჰპირდება ხალხს, აცხადებს ამერიკული პრესა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 15, 2015 20:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics