ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება

news
: news იანვარი 28, 2015 10:59

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , ვახტანგ გომელაური ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაციული ნაკადების
მართვა, რეფორმები სამართალდაცვით სფეროში, ტერორიზმის სამართლებრივი ასპექტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამართალდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის კუთხით სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე მოხსენებით წარსდგება. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2013 წელს ლუქსემბურგში გაიმართა და მასში საქართველოს მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

news
: news იანვარი 28, 2015 10:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics