ვახტანგ გომელაური: ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტი რომ ვნახე, ძალიან შევშფოთდი

news
: news მარტი 5, 2015 17:43

ვახტანგ გომელაური: ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტი რომ ვნახე, ძალიან შევშფოთდი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ფოტორეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

გომელაურის შეფასებით, რაც გუშინ ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე მოხდა, ცუდი ფაქტია, თუმცა პოლიციამ ცემაში ბრალდებული პიროვნება უკვე დააკავა.

„ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ძალიან შევშფოთდი, როცა ვნახე. ირაკლი გედენიძის ცემა მოხდა მაშინ, როცა პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ეს ადამიანი პოლიციამ უკვე დააკავა, სასჯელზე კი სასამართლო იმსჯელებს. ეს ადამიანი კანონის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, შს მინისტრის განმარტებით, დანაშაული არ გამოიკვეთა, რადგან ის გედენიძესთან მოჩხუბარ პირს აკავებდა და ინციდენტის განმუხტვას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე, ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სცემა.

news
: news მარტი 5, 2015 17:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics