ვაზაგაშვილის სკანდალური ინტერვიუ

ინტერვიუ, რომელიც იური ვაზაგაშვილსგან გაზეთმა „ქრონიკა +“-მა აიღო, სიკვდილამდე დაახლოებით ერთი თვის წინ არის ჩაწერილი.

იური ვაზაგაშვილი გამოცემათან საუბარში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე ალექსანდრე ჭიკაიძეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მინისტრი კრიმინალებს მფარველობს, – „ჭიკაიძის სამინისტრო სავსეა კრიმინალებით და დამნაშავეებით“.

„ენა არ მიტრიალდება, მაგრამ ერთი რამ კიდევ უნდა გითხრათ, რისი თქმაც არ მინდოდა, მაგრამ მე მგონი, დადგა ის დრო, რომ უნდა ვაღიაროთ: რაც ხდება ყველაფერი ჩვენი – საზოგადოების ბრალია. მოგვყავს ხელისუფლება და მერე ვამბობთ, რომ უნდა ვაცადოთ, კაცო?! პირველი დღიდანვე უნდა მოსთხოვო პასუხი! ამიტომ ყველაფერს ვიტყვი და დავსვამ შეკითხვას, – რატომ ბედავს, ამ შემთხვევაში ჭიკაიძე ამდენს?!

მე ვფიქრობ, ღარიბაშვილი ბევრ რამეშია საქმის კურსში, მაგრამ მაინც ენდობა ჭიკაიძეს და ეს მიმაჩნია მის შეცდომად. ბიძინაც ენდობოდა ბევრ ადამიანს, მაგრამ ყველამ ერთად დავინახეთ მერე, რა მოყვა ამ ნდობას. ამიტომ მე მივმართავ ღარიბაშვილს, რომ ცოტა ფხიზლად იყოს. არ შეიძლება ასე მოქმედება.

თქვენ ხომ არ გემუქრებიან?

მეტი რა მუქარა უნდა იყოს? ალბათ, მოგეხსენებათ ყველას, ახლა როცა სასამართლოშია საქმე, რომ გამოვიდა და პრესკონფერენცია ჩაატარა მკვლელმა ფირცხალავამ. დალაქიშვილმა გაგზავნა ესენი კასპში – ლევან გვაზავა, ფირცხალავა და სხვა მკვლელები. ბავშვობაში თუ მაქვს ნაჩხუბარი და რამე გაფუჭებული, ყველაფერი უნდა ამოქექონ სირცხვილი არ არის, ეს ხალხი რომ გამოდის დღეს და ხმას იღებს?! მორალზე გველაპარაკებიან!

ფირცხალავამ და გვაზავამ დაგეგმეს ეს მკვლელობა. ლიკვიდაციის ბრძანება რომ გაიცა, ჯერ გაგარინზე იყვნენ ბავშვები. ამაზე ლაპარაკობენ თვითონ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ვინც პირველმა სროლა დაიწყო…მაგრამ ყველას თავზე ხელი გადაუსვეს. ცააძე მოსკოვიდან ჩამოიყვანეს უკან. ჭიკაიძეს დაავალეს. ამიტომ არის, რომ ყველა საქმე გამოუძიებელია. კარგი, დავუშვათ, მე იური ვაზაგაშვილი, ჩირქს ვცხებ პოლიციას, მაშინ მაჩვენეთ ერთი საქმე, რომელიც გამოძიებულია და სამართალი ბოლომდეა მიყვანილი? ვერ მანახვებენ, იმიტომ რომ ასეთი არ მომხდარა.
ჩემს თვალში ეს ხელისუფლება ძალიან უუნარო და უქნარა გამოდგა. ძალიან გულნატეკენი და უკმაყოფილო ვარ. მარტო მე კი არა, ძალიან ბევრია უკმაყოფილო და არ შეიძლება ასე გაგრძელება. ამ ხელისუფლებას არ გამოუვა ის, რომ ხალხისა და ამომრჩევლის ინტერესები განზე გადადოს და მარტო პირადულზე იმუშაოს. რა მაგიჟებს იცით? ამ ხალხის 70%, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ჩვენ გვერდით იდგა და სამართლიანობას ითხოვდა. ყველა ერთად ვებრძოდით იმ არადამიანურ რეჟიმს, ქვეყანა იყო უფსკრულში და…ისევ იმ უფსკრულში ვართ. ხმას არავინ იღებს. ეს ორი წელი წყალში გადაყრილია! არაფერი შეცვლილა და არაფერი გაკეთებულა! რადგანაც ვინმეს ქონებას არ ართმევენ და ქუჩაში არ ცხრილავენ, ეს არ ნიშნავს, რომ ამას გვაყვედრებდნენ და არაფერს აკეთებდნენ. ნებისმიერ სფეროში ასეა და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იჩენს თავს და იფეთქებს. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, რომ დროზე გამოიღვიძონ!რამდენი ხანია ვყვირი, რომ მკვლელი არ უნდა მუშაობდეს თბილისის პოლიციის შეფად! ხმას არავინ არ იღებს და ყურს არ იბერტყავს სადაც „ნაცების“ დროს ვითხოვდი, იგივეს ვითხოვ ახლაც – მაშინ როცა სისხლი მაქვს ჩაქცეული ამათ მოყვანაში, მაგრამ შედეგი არაფერია, მორალურად „გვაჩმორებენ“ ამათ კი თავიანთი საქმე მოიწყვეს. სულ ყველა მღერის და ცეკვავს ერთ მუსიკაზე რა ხდება?! ნუთუ, ყველანი გასვრილები იყვნენ?! თამაზაშვილმა დაგვიკომპლექტა ყველაფერი და ე.ი. რა ხდება თამაზაშვილი მართავს ქვეყანას?!
მოკლედ, დღეს მირზოევი და დალაქიშვილი წყვეტენ თბილისის მასშტაბით კადრების შერჩევა-დანიშვნას, თანამდებობებზე აწინაურებენ და მატერიალურად ახალისებენ იმ თანამშრომლებს, რომელთაც მათთან ერთად აქვთ მიღებული მონაწილეობა სადამსჯელო ოპერაციაში. ამ ხალხის სიას მალე მოგაწვდით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებაში ეს არავის აინტერესებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაეკა ყუშიტაშვილის პირველი კომენტარი-არავის საქმე არაა ვის როგორ ვაგინებ… კომენტარებისგან თავი შეიკავეთ , მადლობა რუსთავი ორს პოპულარობისთვის :)))))))