ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა მიესაჯა

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. პროცესზე დაცვის მხარემ დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა , რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ 11 პირი დააკავა, ხოლო ერთს – ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

რაც შეეხება გიორგი კვინიკაძეს,  რომელსაც დატოვებული აქვს საქართველო, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლებით წარუდგინეს.

ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

 

banner
წინა სტატიაშიფონდი “იავნანა” ზუგდიდში მცხოვრობ სოციალურად დაუცველ ტასო აკობიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუძენს
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია შსს-ს ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყებისკენ მოუწოდებს