ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი პროკურატურაში მივიდნენ

news
: news იანვარი 21, 2015 11:05 განახლებულია

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი პროკურატურაში მივიდნენ

იური ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა. ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი იმყოფებიან. ისინი ვაზაგაშვილის კუთვნილი მანქანის დალუქვის პროცესს ესწრებიან.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პირველადი შედეგებით მომხდარი შეიძლება მკვლელობად შეფასდეს.

“ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს მისი საკუთარი შვილის საფლავზე. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დაილუქა და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება,” – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

პროკურატურაში შესვლამდე პირველი კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ზაზა ალთუნაშვილმა, რომლის შეფასებით, წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა მკვლელობაზე მიუთითებს.

“გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში, მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. დღესდღეობით, გამოკვეთილი ბოლომდე არ არის სურათი, მაგრამ წინასწარი კვლევის შედეგებზე შეიძლება რაღაც წარმოდგენა გვქონდეს,” – განაცხადა ექსპერტმა.

news
: news იანვარი 21, 2015 11:05 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics