ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდა

news
: news თებერვალი 6, 2015 21:24 განახლებულია

ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდა

მნიშვნელოვანი

  • მათი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ 43 წლის ქალბატონი ბუნებრივი სიკვდილით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა.

სხვა სტატიები

ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდაექსპერტიზის მიერ ჩატარებული პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ 43 წლის ლელა ავლოხაშვილი ვაგზლის მოედანთან, საკუთარ სალხში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, – ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ 43 წლის ქალბატონი ბუნებრივი სიკვდილით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია 43 წლის ლელა ავლოხაშვილის შესახებ, რომელიც ვაგზლის მოედანთან, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ჩატარებული პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ ლელა ავლოხაშვილი ბუნებრივი სიკვდილით, გულ-სიხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შედეგი 1 თვეში გახდება ცნობილი”, – აცხადებენ შსს-ში.
43 წლის ქალბატონი დღეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ სალხში გარდაცვლილი იპოვეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი მძარცველებმა საკუთარ სახლში გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.

news
: news თებერვალი 6, 2015 21:24 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics