“ექსიმ ბანკი” საქართველოსთვის 50 მლნ დოლარს გამოყოფს

news
: news თებერვალი 10, 2015 20:48

“ექსიმ ბანკი” საქართველოსთვის 50 მლნ დოლარს გამოყოფს

მნიშვნელოვანი

  • ამის შესახებ ბუდაპეშტში, უნგრეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე აღინიშნა, რომელსაც უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

სხვა სტატიები

ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით “ექსიმ ბანკი” საქართველოსთვის 50 მლნ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ბუდაპეშტში, უნგრეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე აღინიშნა, რომელსაც უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

მან ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ ბიზნესმენებს საინვესტიციო გარემო გააცნო და საქართველოს პრიორიტეტები დაუსახელა: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისთვის, კვალიფიციური კადრები კონკურენტულ ფასებში, ფინანსურ და თანაინვესტირების შესაძლებლობათა მარტივი ხელმისაწვდომობა.

მისივე განმარტებით, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ევროპის ბიზნესსაზოგადოებისთვის.

“ეჭვს არ იწვევს ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივას ბიზნესებს შორის ურთიერთობების ოპტიმიზაციის გზით. დღეისათვის სრულად არ არის ამოქმედებული სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები საქართველოსა და უნგრეთს შორის. იმედი მაქვს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე დააჩქარებს ამ პროცესებს უახლოეს მომავალში,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია და სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ ბიზნესის წარმოების კუთხით.

უნგრეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, რომელმაც უნგრელ ბიზნესმენებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ.

ბიზნესფორუმს საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.

news
: news თებერვალი 10, 2015 20:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics