“ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის”

news
: news მარტი 8, 2015 12:15 განახლებულია

“ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის”

მნიშვნელოვანი

  • ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს ესოდენ სჭირდება სამშობლოს მსახურებისთვის თავდადებული, განათლებული ახალგაზრდები.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

“მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის გარდაცვალების შესახებ.

ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს ესოდენ სჭირდება სამშობლოს მსახურებისთვის თავდადებული, განათლებული ახალგაზრდები.

ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

news
: news მარტი 8, 2015 12:15 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics