“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 18:19 განახლებულია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს

11033347_1103228916370016_1503824923_o“ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება “ნაციონალურმა მოძრაობამ” რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩაშლის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მიიღო, რის შესახებაც საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა” აქციაზე მისვლისკენ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს მოუწოდებს, ვინც თავს მოტყუებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მთავრობა უნიათოა.

“დღეს უნდა გამართულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილული იქნებოდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მდგომაროებიდან გამოსვლის გზები. მთავრობა, ისევე როგორც პარლამენტის უმრავლესობა მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა ამ სხდომაზე. ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა იმყოფება კოლაფსის წინაშე. ლარის გაუფასურებამ დააზარალა თითოეული ქართული ოჯახი. კლებულობს ექსპორტი და ტურიზმი და წელს პირველად მრავალი წლის შემდეგ კვლავ რეალური გახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დრამატულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა არის სრულიად უმოქმედო. მას არ გააჩნია მწყობრი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. საქართველოს რეალური მმართველი ივანიშვილი ცინიკურად მოუწოდებს გაჭირვებულ მოსახლეობას, რომ დაიქირაოს ბანკირები და ისწავლოს ფულის დაბანდება. ის დასცინის მოსახლეობას და ამ დაცინვას “ქართული ოცნება” მთელი შემადგენლობით კვერს უკრავს. საქართველოს მთავრობა იმის გარდა, რომ არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, აღარ უსმენს ხალხს, მას არ ესმის ხალხის ენა, ამიტომ ჩვენი, როგორც ოპოზიციური ძალის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მას ეს ხმა გავაგონოთ. რადგან ეს არ მოხერხდა დღეს აქ პარლამენტში, ეს მოხდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ვინც თვლის, რომ არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის, რომ ეს მთავრობა არის უნიათო და არაფრისმაქნისი, შევიკრიბოთ ერთად 21 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ერთად მოვითხოვოთ გადადგეს უნიათო მთავრობა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს აქციას აანონსებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 18:19 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics