ერდოგანმა პუტინთან სომხეთზე და უკრაინაზე ისაუბრა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 18, 2015 02:08

ერდოგანმა პუტინთან  სომხეთზე და უკრაინაზე ისაუბრა

მნიშვნელოვანი

  • თურქული მედიის ცნობით, 17 მარტს საღამოს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოგანის ინიციატივით, მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სხვა სტატიები

თურქული მედიის ცნობით, 17 მარტს საღამოს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოგანის ინიციატივით, მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საუბარი, რომელიც 30 წუთამდე გრძელდებოდა, მოკლედ შეეხო უკრაინის კრიზისს, ყირიმელი თათრების საკითხსა და 1915 წლის თურქეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც თურქეთში სომხების მასობრივ განადგურებას უკავშირდება, თუმცა თურქეთი ამ მოვლენებს დღემდე გენოციდად არ აღიარებს.

თურქული მედიის ცნობით, ერდოგანმა პუტინს გააცნო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც თურქეთის მიდგომა სომხეთთან დაკავშირებული პრობლემის მიმართ, პოზიტიური სამშვიდობო მესიჯების გაგზავნაა და  მიაჩნია, რომ პერსპექტიული იქნებოდა  1915 წლის მოვლენებისადმი, ერთობლივ სომხურ-თურქული  კომისიის შექმნა,  რომელიც ამ მოვლენების ისტორიას დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოგანი, 20 მარტს უკრაინაში ვიზიტით ჩავა, სადაც კოლეგა პეტრო პოროშენკოს შეხვდება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 18, 2015 02:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,735
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics