ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 18:55 განახლებულია

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა  პარტიებთან ითანამშრომლოს

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა  პარტიებთან ითანამშრომლოს,,ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტიის აქციის ფარგლებში, მზად არის ყველა იმ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს რომელიც მათ აზრს იზიარებს-ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ ვითარებაში ერთ–ერთი გამოსავალი არის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა. ამას მოვითხოვთ რუსთაველის გამზირზეც. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დღეს საგანგებო სხდომაზე ასე რომ ამ საკითხზე კონსულტაცია სხვა პარტიებთან არ ყოფილა. თუმცა ნებისმიერ პოლიტიკურ , საზოგადოებრივი თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მათთან ვინც იზიარებს ჩვენს აზრს: რომ ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავისი რესურსი და ხალხი მივიდა გაბანკროტებამდე. ეს მთავრობა უნდა გადადგეს“– განაცხადა გაბაშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 18:55 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,079
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics