,,ენგურჰესი საქართველოს ეკუთვნის,, ჩემში ირონიას იწვევს – აცხადებს ზურაბ ერქვანია

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 13, 2015 17:45 განახლებულია

,,ენგურჰესი საქართველოს ეკუთვნის,, ჩემში ირონიას იწვევს – აცხადებს ზურაბ ერქვანია

მნიშვნელოვანი

  • ,,საფუძვლიანად ვეჭვობ, რომ ამ სტრატეგიულ თემაზე კვალიფიციურად არავინ მუშაობს! არა და, ამ თემაზე დიდი სამშვიდობო მშენებლობის რესურსი სადღეისოდ არ არსებობს! განცხადება ,, ენგურჰესი,, საქართველოს ეკუთვნის და მისი ექსპლუატაცია გრძელდება!,, ჩემში საფუძვლიან ირონიას იწვევს!

სხვა სტატიები

ენგურჰესთან კუთვნილებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე, ბოლო დღეებში როგორც პრესაში ასევე სოციალურ ქსელებში ბევრი იწერება… კეთდება მრავალი განცხადება და კომენტარი როგორც ქართული ასევე აფხაზური მხარის ინტერესებზე და ქმედებებზე.
ენგურჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთებული კომენტარებიდან ,,თაიმერის,, ყურადღება მიიპყრო აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ერქვანიას პოზიციამ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

11047164_432498583579667_2050007357_n,,საფუძვლიანად ვეჭვობ, რომ ამ სტრატეგიულ თემაზე კვალიფიციურად არავინ მუშაობს! არა და, ამ თემაზე დიდი სამშვიდობო მშენებლობის რესურსი სადღეისოდ არ არსებობს! განცხადება ,, ენგურჰესი,, საქართველოს ეკუთვნის და მისი ექსპლუატაცია გრძელდება!,, ჩემში საფუძვლიან ირონიას იწვევს!

• ზანტარაიას მიერ გაჟღერებული პრობლემის უკან, რა თქმა უნდა ,,ჩერნომორენერგო,, დგას… გადაუმოწმებელი წყაროებით, სწორედ მისი ინიციატივით მზადდება ჰესის შესახებ ექსპლუატაციის ხელშეკრულების ვერსიები. ვინ მოაწერს ხელს, როგორი სტატუსით და რა ჩაიდება სოციალური და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რისკების შემცველია….ასე, რომ პრობლემა ბევრად სცილდება ,,დაინტერსებული მხარეების მუშა შეხვედრების,, მანდატს ,,აფხაზეთის ტერიტორიაზე,,.

• აფხაზეთში ,,კონსტრუქციულ ვითარებაში,, ,,ოფიციალური პირების,, ,,რეგულარული,, მოლაპარაკებები ბევრად სცილდება ერთ უწყების კომპეტენციას! დავიჯერო, “აპსნიპრესის” კომენტარებს მაინც არ კითხულობენ…. . .უნდა აღსდგეს, ასეთ საკითხებში აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლობის თუნდაც კომპეტენტური თანამონაწილეობის (თავის დროზე დიდი ბრძოლით დამკვიდრებული) აუცილებლობა!

• ასევე, დასაზუსტებელია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” მიერ გამოყენებული ტერმინოლოგიაც! საინტერესოა, ვისი თანხმობით ვრცელდება მისი საინფორმაციო პრეს-რელიზები …

11051390_432498810246311_971786884_n• ერთი საყურადღებო ასპექტი: ექსპერტებმა არც კი იციან, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურს ელექტროენერგია გალის რაიონიდან მიეწოდება და ამ სოფლის მოსახლეობა, 2005 წლიდან, კეთილსინდისიერად უხდის გალის რაიონის ბიუჯეტს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს…ზოგიერთის კომენტარი სამარცხვინოა! საკანონმდებლო ასპექტებს შეგნებულად არ ვეხები… ფულის მოძრაობა საზღვარზე შეიძლება და ფუძეაყრილი ადამიანების არა….როგორ მოვექცეთ მოქმედი კანონმდებლობის რეგულაციებს და ჩიხურ კოლიზიებს....იქნებ ამ საკითხებზე სადღეღამისო მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ არაფერი გვეკითხება….ასეთ შემთხვევაში ახია ჩვენზე,, აცხადებს ზურაბ ერქვანია.

 

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 13, 2015 17:45 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics