ელენე თევდორაძე გუშინ “რუსთავი 2-ის” ეთერში ლევან გაბუნიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას უარყოფს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე გუშინ "რუსთავი 2-ის" ეთერში ლევან გაბუნიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლების თაობაზე რეკომენდაცია არ გაუცია. ის ასევე ამბობს, რომ იური ვაზაგაშვილს და მის მეუღლეს პირველად მხოლოდ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შემდეგ შეხვდა.

„მე ვაზაგაშვილი ვნახე და მის შესახებ შევიტყვე მხოლოდ კორტებთან მომხდარი ფაქტის შემდეგ. იური ვაზაგაშვილი, მისი მეუღლე და ადვოკატი კორტებთან მომხდარი ფაქტის შემდეგ ჩემთან იყვნენ მოსულები,” – განაცხადა ელენე თევდორაძემ.

როგორც ლევან გაბუნიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა, პატიმრობიდან მის გასათავისუფლებლად კი მამამისმა იური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორს 70 ათასი დოლარი გადაუხადა. ამასთან, მისი გათავისუფლების საქმეში დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის რეკომენდაციამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილემ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა