ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა. საერთაშორისო ფონდი Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ 2015 წლის კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 73,0 ქულით არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთიანი მაჩვენებელი 0,4 პუნქტით გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია კორუფციისგან თავისუფლებით, მონეტარულ თავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტით, რომელმაც შრომის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა გადაწონა.
საქართველო “მეტწილად თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფშია. ამასთან, ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით მე-11 ადგილს იკავებს.
Heritage Foundation-ის შეფასებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ინდექსი 2,6 პუნქტით გაიზარდა, აჩვენა რა, 5 ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესება, მათ შორის, კორუფციისგან თავისუფლება, სამთავრობო ხარჯების კონტროლი, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება და საინვესტიციო თავისუფლება.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 25 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაასოციაცია ჰერა XXI “რესურსების გამოფენაში” მონაწილეობს