ეკა ყუშიტაშვილს 30-დღიანი პატიმრობა ემუქრება

news
: news თებერვალი 2, 2015 11:56

ეკა ყუშიტაშვილს 30-დღიანი პატიმრობა ემუქრება

მნიშვნელოვანი

  • ეკა ყუშიტაშვილს 30-დღიანი პატიმრობა და ფინანსური სახდელი ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას ადვოკატი გოგა ონიანი აკეთებს.

სხვა სტატიები

ეკა ყუშიტაშვილს 30-დღიანი პატიმრობა და ფინანსური სახდელი ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას ადვოკატი გოგა ონიანი აკეთებს.

სარჩელი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მითითებას არ დაემორჩილა, პროკურატურაში ონიანმა უკვე შეიტანა. ის იმ  მუხლებსაც ასახელებს, რომლის მიხედვითაც ყუშიტაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი დაარღვია ამ ადამიანმა, ეს ითვალისწინებს 30-დღიან პატიმრობას; გარდა ამისა, არის ფინანსური სახდელი, რომელსაც დააწესებს სასამართლო, რადგან ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა,” – ამბობს ონიანი და დასძენს, რონ საქმე ამ კანონდარღვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გახმაურებისთანავე უნდა აღეძრა.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ცინარიძეს, გოგა ონიანის თქმით, მის წინააღმდეგ მას უფრო მძიმე ბრალდებები აქვს.

„ამავე ფაქტზე, აშკარაა, რომ ყუშიტაშვილი უკავშირდება თანამდებობის პირებს შსს-ში, მათ შორის ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსს და ეს ადამიანი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, 332-ე მუხლი,” – განმარტავს ონიანი.

news
: news თებერვალი 2, 2015 11:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics