ეკა დუგლაძე:-„ჩემი თანამებრძოლები ხშირად მისვამენ კითხვას – რისთვის ვიბრძოდით?“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 17, 2015 17:06

ეკა დუგლაძე:-„ჩემი თანამებრძოლები ხშირად მისვამენ კითხვას – რისთვის ვიბრძოდით?“

მნიშვნელოვანი

  • ეკა დუგლაძე:-„ჩემი თანამებრძოლები ხშირად მისვამენ კითხვას – რისთვის ვიბრძოდით?“

სხვა სტატიები

ეკა დუგლაძე:-„ჩემი თანამებრძოლები ხშირად მისვამენ კითხვას – რისთვის ვიბრძოდით?“ჟურნალისტი ეკა დუგლაძე სოციალურ ქსელში გულისტკივილით იხსენებს განვლილ წლებს, პარალელს ავლებს დღევანდელობასთან და კითხვით მიმართავს ბიძინა ივანიშვილს.
-“ბოლო პერიოდში ხშირად ვიხსენებ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის საყვარელ ფრაზას – „უშიშროების სამსახური არის ქვეყნის ხერხემალი“. ვიხსენებ და ვფიქრობ ამ საკითხზე, ნუთუ მხოლოდ მე მიჭირს „ხერხემლის“ გარეშე.
2012 წლამდე აღნიშნული სამსახურის არსებობაც არასდროს გამხსენებია. ჩვენი გზები სწორედ წინასაარჩევნოდ გადაიკვეთა. ისინი ვანოს ხერხემლის როლში იყვნენ, მე კი ინფო9-ის ერთი რიგითი ჟურნალისტი ვიყავი, რომელიც წინასაარჩევნოდ თავის რაიონს დაუბრუნდა. აქ კი ერთმანეთში ირევა კადრები გაწამებული, შეშინებული ადამიანების და მაღალი ახოვანი ბიჭების რომლებიც ყველგან ძალადობას და შიშს თესდნენ. წვავდნენ მაღაზიებს, აქცევდენ სატელევიზიო ანძებს, ძალადობდნენ ყველაზე და ყველაფერზე ვინც კი „ოცნებას“ გაბედავდა. ჩვენმა კამერამ მათი „ვაჟკაცობის“ უამრავი ვიდეო მასალა შემოინახა. 2012 წლის 1 ოქტომბერს კი კადრი ჩერდება. როცა გვეგონა, რომ გადავრჩით და ძალადობას თავი დავაღწიეთ, ყველაფერი მაშინ დაიწყო. მოძალადეებს „დაუფასდათ შრომა“. დაწინაურდნენ და აგერ უკვე ორ წელზე მეტია ისინი წყვეტენ რაიონში ყველა მნიშვნელოვან საკითხს. მათ ემორჩილებათ გუბერნატორიც, გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეც.
ჩემი თანამებრძოლები ხშირად მისვამენ კითხვას – რისთვის ვიბრძოდით? სამწუხაროდ პასუხი არ მაქვს. სამაგიეროდ კითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან: ბატონო ბიძინა, თუკი არაფრის შეცვლას აპირებდით ეს ადამიანები რატომ გვიქციეთ პირად მტრებად? აქვე იქნებ რჩევაც მოგვცეთ, როგორ გაუმკლავდეთ „სახელმწიფო მანქანას“ რომელიც უკვე „ოცნების“ სახელით გვებრძვის”.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 17, 2015 17:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics