ეკა ბესელია:„არავითარი პოლიტიზება ამ პროცესის არ მოხდება”

news
: news თებერვალი 2, 2015 13:24

ეკა ბესელია:„არავითარი პოლიტიზება ამ პროცესის არ მოხდება”

მნიშვნელოვანი

  • „ყველაფერზე მაღლა დგას კანონი და კანონის მოთხოვნა
  • სამართლიანობის მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი,

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილი სამართალდამცველების დაკავების პროცესის პოლიტიზებას გამორიცხავს. უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მიუხედავად მათი სამსახურებრივი მდგომარეობისა.

„ყველაფერზე მაღლა დგას კანონი და კანონის მოთხოვნა; სამართლიანობის მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, როგორ თანმდებობაზეც არ უნდა იყოს ის, ვალდებულია გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. არავითარი პოლიტიზება ამ პროცესის არ მოხდება, ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ ეს უმძიმესი დანაშაულები გაიხსნეს,” – აცხადებს ეკა ბესელია.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი თედო ჯაფარიძე კი გამოძიების დასრულებამდე შეფასებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ სურს.

შეგახსენებთ, ათამდე ყოფილი სამართალდამცველი და სპეცრაზმის თანამშრომელი ამ დრომდე პროკურატურაში იმყოფება.

news
: news თებერვალი 2, 2015 13:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,934
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics