ევროსაბჭო შოკშია – რუსმა დეპუტატებმა კაბინეტებიდან ნათურები, ტუალეტის ქაღალდი და საპონი წაიღეს

ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2014 წელს პატიმართა რაოდნეობა გაიზარდა

რუსმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს შენობაში მდებარე კაბინეტებიდან ნათურები, ტუალეტის ქაღალდი და საპონი წაიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას joinfo.ua სახელმწიფო ეკოინსპექციის პრესმდივნის, იგორ ტიხოლაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროსაბჭოს მიერ რუსეთისთვის ძალაში დატოვებული სანქციების გამო რუსულმა დელეგაციამ ევეროსაბჭო 2015 წლის ბოლომდე დატოვა. რუსი დეპუტატები კი იმდენად გაბრაზდნენ, რომ

დელეგაციისთვის ძალაში დატოვებული სანქციის გამო კი რუსი დეპუტატები იმდენად გაბრაზდნენ, რომ საკუთარი კაბინეტებიდან წაიღეს ყველაფერი, რისი გატანაც შეძლოთ.

გამოცემის ცნობით, ევეროსაბჭოს სამდივნოს თანამშრომლები შოკში არიან, რადგან კაბინეტების დატოვების დროს რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა მოხსნეს ნათურები, წაიღეს საწერი კალმები, ფანქრები, ფურცლები, სტეპლერები და საქაღალდეები. რამდენიმე მათგანმა კი საპირფარეშო ოთახიდან მოხსნა ტუალეტის ქაღალდი და საპონის დისპენსერი.

banner
წინა სტატიაშიმძევალი პოლიციელის ტყვიით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ივანიშვილი ატყუებს ხალხს და ემუქრება არასამთავრობო სექტორს