ევროსაბჭოდან, შესაძლოა, რუსეთი გარიცხონ – შეცვლის თუ არა ყვითელ ბარათს წითელი?

რუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი-ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

დარჩება თუ არა ევროსაბჭოს წევრად რუსეთი, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

მანამდე კი, უკრაინული დელეგაციის შეფასებით, ევროსაბჭომ რუსეთს ყვითელი ბარათი აჩვენა და მას ხმის უფლება შეუზღუდა. წლის ბოლოს კი უკრაინელები ვარაუდობენ, რომ, თუ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება, ქვეყანა წითელ ბარათს მიიღებს და ევროსაბჭოს წევრობის სტატუსი ჩამოერთმევა.

გუშინ ევროსაბჭომ რუსეთს სანქციები დაუწესა. მიღებული გადაწყვეტილებით, აპრილამდე რუსეთს ხმის უფლება შეუწყდება, ხოლო ნადია საბჩენკოს გასათავისუფლებლად ქვეყანას 24 საათი მიეცა.

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მომხრე იყო საქართველოს დელეგაცია. ქართველი დეპუტატებმა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს.

“სამწუხაროა, რომ არიან დეპუტატები, ვინც რუსეთის მხარე დაიჭირა. თუმცა, სასიხარულოა, რომ ჩვენ უფრო ბევრნი ვიყავით,” – განაცხადა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა.

რუსეთის ფედერაციამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2015 წლის განმავლობაში ევროსაბჭოს არცერთ სხდომას არ დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის გეგმებს იწონებს
შემდეგი სტატია“ეს არის იმის აღიარება, რომ ბიძინა ივანიშვილის კარნახით მოქმედებს პრემიერ-მინისტრი და მთავრობაც”