ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პირველი მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაშვება განახორციელა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 11, 2015 20:40

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პირველი მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაშვება განახორციელა

მნიშვნელოვანი

  • ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პირველი მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაშვება განახორციელა

სხვა სტატიები

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პირველი მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაშვება განახორციელაევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პირველი მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაშვება განახორციელა. ამ აპარატის პირველი ექსპერიმენტალური მისია ძალიან ხანმოკლე იყო. 13.40 გრინვიჩის დროით ის „კურუს“ კოსმოსური სადგურიდან Vega-ს დახმარებით ფრანგული გვიანეს ყველაზე დაბალ ორბიტაზე დაახლოებით 450 კმ-ის სიმაღლეზე დასვეს, რომ მას მაშინათვე ატმოსფეროსკენ დაეწყო მოძრაობა და წყნარ ოკეანეზე დაჯდომა განეხორციელებინა.
ამ პროცესისას, რომელიც 1, 40 საათი გაგრძელდა, ჩატარებულ იქნა მთელი რიგი სამეცნიერო გამოკვლევები, რომელიც შემდეგ სხვადასხვა პროგრამების გამოგონებებში გამოიყენება – მრავალჯერადი რარჯეტების შექმნიდან მარსზე გაფრენის ორგანიზებით დასრულებული.
აპარატის სიჩქარე ატმოსფეროში მოძრაობისას 7,5 კმ/წამია. ამ უზარმაზარი სიჩქარის გამო აპარატის ზედაპირი 1700 გრადუსი ცელსიუსი იყო.
როგორც თვითონ ევროპელი მეცნიერები ამბობენ, ევროპა აშშ-სა და რუსეთისგან განსხვავებით მრავალჯერადი კოსმოსური აპარატების გამოყენების საკითხში ბევრად უკანაა.
„ევროპამ ისწავლა ორბიტაზე დიდებული გასვლა, ჩვენ კარგი ასაფრენი ბილიკები გვაქვს და ორბიტაზე რთული სისტემების მართვაც შეგვიძლია, ამასთანავე, ჩვენ ცოტათი ჩამორჩენილები ვართ ორბიტადან უკან დაბრუნების საკითხებში და ზუსტად ამაზე გვჭირდება ბევრი მუშაობა, რომ სხვა განვითარებული კოსმოსური ერების მსგავსად განვვითარდეთ“ – ამბობს ჯორჯო ტუმინო, რომელიც საექსპერიმენტო აპარატის ჯგუფის წევრია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 11, 2015 20:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics