ევროკავშირში კალინინგრადის ევროპაში დაბრუნებაზე დაიწყეს ლაპარაკი?

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2015 13:59

ევროკავშირში კალინინგრადის ევროპაში დაბრუნებაზე დაიწყეს ლაპარაკი?

ევროკავშირში კალინინგრადის ევროპაში დაბრუნებაზე დაიწყეს ლაპარაკი?მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომისშემდგომი ევროპის საზღვრების გადახედვა დაიწყო, ლიტვაში გაიხსენეს პოტსდამის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 1945 წელს აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილი (კალინინგრადის რაიონი) სსრკ-ს 50 წლით გადაეცა. ამის შესახებ განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა ლაურინას კაშიუნასმა: „50 წელი დიდი ხანია ამოიწურა, ამიტომ ამ საკითხის წამოწევა შესაძლებელია აქტიურდება. მაგრამ საჭიროა კი ამის გაკეთება?“ – ამბობს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, პოტსდამის კონფერენციის დადგენილება კალინინგრადის სტატუსთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების მონაწილე ქვეყნების აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, შესაძლებელია გადახედილ იქნეს. ამისთვის საკმარისია სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი, მაგრამ ამისთვის არ არის პოლიტიკური ნება – თვლის კაშიუნასი.
მისი თქვით, ზემოთაღნიშნული შეთანხმება ბუდაპეშტის მემორანდუმივით დავიწყებულია.
საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების ვილნიუსის უნივერსიტეტის მასწავლებელი, პოლიტოლოგი ტომას იანეპლიუნასი მიზეზებს ვერ ხედავს იმისათვის, რომ კალინინგრადის სტატუსი გადაიხედოს თანამედროვე მსოფლიოში: ამის პოლიტიკური ნება რა არსებობს და არც ერთი ქვეყანა ამ რაიონისთვის არ იბრძვის. შიგნითაც სეპარატიზმის არანაირი ნიშნები არ არის და რუსეთი, სავარაუდოდ, მათ გამოხატვას არც დაუშვებს – ამბობს მეცნიერი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2015 13:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics