ებოლამ მუტაცია განიცადა

როგორც აფრიკის ჩრდილო-დასავლეთის ქვეყნებში მომუშავე მედიკოსები აცხადებენ, ებოლას ვირუსმა მუტაცია განიცადა.

მედიკოსების აზრით მუტაცია განცდილ ვირუსის ხასიათზე ამჟამად ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვთ. აცხადებენ, რომ გაჩნდა შემთხვევები, როცა ავადმყოფობა სიმპტომების გარეშეც ვითარდება ადამიანის ირგანიზმში. ექსპერტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ მუტირებული ვირუსი უფრო საშიშია თუ მანამდე არსებული, თუმცა ადასტურებენ, რომ მუტაციის შემდეგ ებოლა, ჰაერწვეთოვანი გზით უფრო ადვილად გადამდები გახდა, რამაც ვირუსის გეოგრაფია შეიძლება გააფართოვოს.

ამავე დროს ლიბერიაში უკვე გაიგზავნა ამერიკულ-უნგლისური წარმოების 300 ცალი ებოლას ახალი ვაქცინა, რომელიც ზოგიერთი ექსპერტის აზრით ამ მომენტისათვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში დღემდი 22 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული ებოლას ვირუსით დაავადების, საიდანაც 8600-მდე ლეტალურად დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტარი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსეთში სიკვდილით დასჯა შეიძლება ისევ დაბრუნდეს