დოლარის ღირებულებამ 2 ლარს კვლავ გადააჭარბა

news
: news თებერვალი 5, 2015 17:38

დოლარის ღირებულებამ 2 ლარს კვლავ გადააჭარბა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულებამ 2 ლარს კვლავ გადააჭარბა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 6 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0100 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.9977 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0123 ლარი შეადგინა.

news
: news თებერვალი 5, 2015 17:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,079
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics