დიმიტრი ხუნდაძის პრეტენზიებს პრეზიდენტი არ იღებს

news
: news თებერვალი 11, 2015 16:42

დიმიტრი ხუნდაძის პრეტენზიებს პრეზიდენტი არ იღებს

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა და თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმები შეთანხმებული იყო კონსულტაციების მეშვეობით, რომელშიც უმრავლესობის ლიდერი, უმცირესობისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„150 პარლამენტის წევრია საქართველოს პარლამენტში და, ბუნებრივია, კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საკუთარი სურვილიდან გამომდინარე. მათ, ვინც თავად ჩათვალა საჭიროდ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება,“ – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს. ის აცხადებს, რომ მიუღებელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები, რომლებიც, მისივე თქმით, არაკონსტიტუციურიც არის. ხუნდაძის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ის კრიტერიუმი იწვევს, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან.

news
: news თებერვალი 11, 2015 16:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics