დევნილთა აქცია ზუგდიდში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 26, 2015 15:40

დევნილთა აქცია ზუგდიდში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოს შენების წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის” ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილთა  აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ უბინაოდ დარჩენილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, ასევე მინსტრთან სოზარ სუბართან შეხვედრას, რათა მოისმინოს ის გაუსაძლისი პრობლემები, რომლის წინაშე დევნილები წლებია იმყოფებიან.
“თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნენა დაკმაკოფილებული აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს”-განაცხადეს “თაიმერთან” აქციის მონაწილეებმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 26, 2015 15:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,146
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics