დედამ შვილს ყალბი დოკუმენტები დაუმზადა

news
: news თებერვალი 7, 2015 11:09

დედამ შვილს ყალბი დოკუმენტები დაუმზადა

სამართალდამცველებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეებს, 1951 წელს დაბადებულ მედეა ხ-ს და 1991 წელს დაბადებულ გიორგი ხ-ს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის ნოემბერში მედეა ხ-მ ლიტვის საელჩოში წარსადგენად ყალბი ოფიციალური დოკუმენტები დაუმზადა და გადასცა თავის შვილიშვილს – გიორგი ხ-ს.

გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

news
: news თებერვალი 7, 2015 11:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics