დებალცევოში 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გვამია ნაპოვნი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 6, 2015 23:39 განახლებულია

დებალცევოში 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გვამია ნაპოვნი

მნიშვნელოვანი

  • ,,სეპარატისტები იყენებენ სამშვიდობო პროცესს დისლოკაციის შესაცვლელად, ხოლო რუსეთი აგრძელებს მათთვის იარაღის შეუზღუდავ მიწოდებას,, განაცხადა პაუერმა. მან აგრეთვე, დასახლებულ პუქტ შიროკინოსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე საუბრისას, გამოთქვა შეშფოთება რომ ,,მარიუპოლი შეიძლება რუსი სამხედროების შემდეგი სამიზნე გა

სხვა სტატიები

C0863B67-5BB8-4BF9-B8AB-1DCD31137754_cx0_cy6_cw0_mw1024_mh1024_sაშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სამანტა პაუერმა, გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ დებალცევოში 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გვამი იქნა ნაპოვნი, რომლებიც სეპარატისტების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ დაღუპული ადამიანების გვამები, ნაპოვნი იქნა რუსი ბოევიკების ქალაქზე მოწყობილი შტურმის შემდეგ სარდაფებში და იმ სახლებში, სადაც ისინი თავს აფარებდნენ. პაუერმა შეახსენა კოლეგებს, სეპარატისტების ერთერთი ლიდერის განცხადება, რომ ვინც ქალაქის დატოვებას შეეცდებოდა, ის მათი დაბომბვების ქვეშ მოყვებოდა. ,,თუ ქალაქიდან გასასვლელებიც დაიბომბებოდა, მაშინ მშვიდობიანი მცხოვრებლები, როგორც ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ასევე შინ დარჩენის დროსაც რისკავდნენ თავიანთი სიცოცხლით,, განაცხადა აშშ-ს ელჩმა გაეროში.

,,სეპარატისტები იყენებენ სამშვიდობო პროცესს დისლოკაციის შესაცვლელად, ხოლო რუსეთი აგრძელებს მათთვის იარაღის შეუზღუდავ მიწოდებას,, განაცხადა პაუერმა. მან აგრეთვე, დასახლებულ პუქტ შიროკინოსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე საუბრისას, გამოთქვა შეშფოთება რომ ,,მარიუპოლი შეიძლება რუსი სამხედროების შემდეგი სამიზნე გახდეს,,

WWW.TIMER.GE

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 6, 2015 23:39 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics