“დაფიქრდით, ბ–ნო ბიძინა, როგორი სახელით შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, მხოლოდ – სააკაშვილის დამამარცხებელის, თუ საქართველოს გამთლიანებელის?! – ჯუმბერ კირვალიძე

კარგით რა, ბ–ნო ბიძინა! მეტი რა უბედურება უნდა დატრიალდეს, რუსეთი დღე–დღეზე ჩვენი ტერიტორიების ანექსიას მოახდენს, მაინცადამაინც უნდა “გაფორმდეს” ეს ამბავი, რომ “პოლიტიკაში დაბრუნდეთ”?! რა გამოვიდა, რომ – მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად “მოხვედით პოლიტიკაში” და ეგ არის თქვენი “მაქსიმუმი”?! დიდი მადლობა (კიდევ ერთხელ!) ამისთვის, რომ თქვენი მეთაურობით სააკაშვილისგან გათავისუფლდა საქართველო, მაგრამ, ჩვენს მთავარ სატკივარს – ქვეყნის გამთლიანებას, – სამოქალაქო სექტორიდან აპირებთ?! ის მაინც გააკეთეთ, რომ არასამთავრობო “ლომებზე” (ლომჯარია და სხვები) საუბარს, რუსეთთან და აფხაზ–ოსებთან არაფორმარულ საუბარ–დიალოგს ჩაუდექით სათავეში, თორემ ზაქარეიშვილის და მისთანების “ბლუყუნი” რუს–აფხაზ–ოსს კი არა, ქართველებს არ ესმით! დაფიქრდით, ბ–ნო ბიძინა, როგორი სახელით შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, მხოლოდ – სააკაშვილის დამმარცხებელის თუ საქართველოს გამთლიანებელის?! მერწმუნეთ, მეორე ვარიანტი სჯობია, თანაც ეს თქვენ ძალგიძთ!!!

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ივანიშვილი ატყუებს ხალხს და ემუქრება არასამთავრობო სექტორს
შემდეგი სტატიათბილისში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს