დაპირისპირების მიზეზი 12 000 ათასი ლიტრი საწვავი გახდა -რა მოდა წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის თანამაშრომლებს პირველი აპრილიდან ხელფასები 25-28 % გაეზრდებათ-ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული.ასევე, 2014 წლის 4 აგვისტოს 73 განკარგულებაში შეტანილ იქნა ცვლილება თანამდებობის პირებზე საწვავის ხარჯვის ლიმიტის დაწესებაზე

2015 წლის საწვავის ლიმიტი ასე გამოიყურება:

საკრებულოს თავმჯდომარე-წლიური 12000 ლიტრი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-წლიური 1440 ლიტრი
საკრებულოს კომისიები -წლიური 4200 ლიტრი.
საკრებულოს ფრაქციები-წლიური 2400 ლიტრი.
საკრებულოს აპარატი-წლიური 1560 ლიტრი.

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფარაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს.
პროტესტის ნიშნად ფრაქციის თავმჯდომარემ ავთანდილ გაბელიამ მათი ფრაქციისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტი საკრებულოს თავმჯდომარეს საჩუქრად გადასცა და უარი განაცხადა მის მიღებაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი გენპროკურორობაზე შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს
შემდეგი სტატია„კარტოფილის ეკონომიკიდან გამოვიდნენ და რეალურ ეკონომიკას მიხედონ,” – მიხეილ მაჭავარიანი