„დაკონკრეტდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ამ საქმეებს შეარჩევენ”

news
: news მარტი 2, 2015 16:22 განახლებულია

„დაკონკრეტდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ამ საქმეებს შეარჩევენ”

მნიშვნელოვანი

  • არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მიესალმებიან, თუმცა, მათი განცხადებით, საქმეებისა და გამომძიებლების შერჩევის კრიტერიუმები მკაცრად უნდა განისაზღვროს.

სხვა სტატიები

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მიესალმებიან, თუმცა, მათი განცხადებით, საქმეებისა და გამომძიებლების შერჩევის კრიტერიუმები მკაცრად უნდა განისაზღვროს.

„დაკონკრეტდეს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეარჩევენ ამ საქმეებს,” – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„საია“-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც არსებობს უფლებადარღვევის ფაქტი და მსხვერპლი, სახელმწიფო ვალდებულია, მოხდეს მსგავსი ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უწყებაში შესული საჩივრებს შესწავლაა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, პრიორიტეტი იმ განცხადებებს მიენიჭება, რომლებიც ინფორმაციას ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის შესახებ შეიცავს და რომელშიც საუბარია საჯარო მოხელის მონაწილეობაზე.

საქმეებს 4 პროკურორი და 10 გამომძიებელი შეისწავლის.

news
: news მარტი 2, 2015 16:22 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics