დავით ჯალაღანია: რაც გიუმრიში მოხდა, შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი იყო

news
: news იანვარი 17, 2015 16:53 განახლებულია

დავით ჯალაღანია: რაც გიუმრიში მოხდა, შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეფასებით, შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი იყო ის, რაც სომხეთის ქალაქ გიუმრიში მოხდა.
როგორც დავით ჯალაღანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შოკისმომგვრელია ფაქტი, რომელიც უკავშირდება რუსეთის შეიარღებული ძალების 102-ე ბაზიდან გაქცეული სამხედროს მიერ ავეტისიანების ოჯახის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ, ძალზედ ცინიკურ ქმედებას, რომელმაც ერთი ოჯახის 6 წევრი იმსხვერპლა.
“ნამდვილად, 21-ე საუკუნეში ბევრი ტრაგიკული ამბავი მომხდარა, მაგრამ ჩვენ მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია თავისი სისასტიკით ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ჩვენ ასევე გვინდა გვჯეროდეს, რომ დამნაშავე იქნება პასუხისგებაში მიცემული და შესაბამისი სამართლებრივი ზომები განხორციელდება.
დარწმუნებული ვართ და გვინდა გვჯეროდეს, რომ სამართალი, მართალმსაჯულება იზეიმებს და დამნაშავე შესაბამისად, საკადრისად იქნება დასჯილი”, – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს.

news
: news იანვარი 17, 2015 16:53 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics