დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

news
: news მარტი 17, 2015 11:10

დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

მნიშვნელოვანი

  • ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების რადარებიდან გაქრობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.

სხვა სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, სჯობს ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას უპირატესობა და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების რადარებიდან გაქრობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა. მისივე თქმით, ვინც ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” გააქროს გინდ ხელკეტით, გინდ კანონის არასწორი გამოყენებით და გულზე მჯიღის ცემით, ამით “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ აძლიერებს.
“ეს ხალხი დღემდე მოვიდა, როგორც მოვიდა დიდწილად იმიტომ, რომ მათთან პოლიტიკური ბრძოლა ძალიან ხშირად არასწორად დაგეგმილი და გათვლილი იყო. თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” ან თუნდაც “რესპუბლიკური პარტიის” გაქრობას, პოლიტიკურად “რესპუბლიკურ პარტიას” ეს მხოლოდ აძლიერებს. ამიტომ მივმართავ ყველას, ვინც “რესპუბლიკური პარტიის” განადგურებით არის დაკავებული, გააგრძელეთ. ეს არის პოლიტიკის კანონი. თუ გინდა პოლიტიკური ოპონენტის დამარცხება, ის არ უნდა აქციო მნიშვნელოვან მოვლენად, მას არ უნდა მიაწერო იმის კეთებაც კი, რაც არც კი დასიზმრებია, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს, რომ ყოვლისშემძლეა. ბოლოსდაბოლოს, ხალხი გიყურებს და ფიქრობს, კი მაგრამ, თუ ის არის ყოვლისშემძლე, შენთან რა მინდა, იმასთან მივდივარ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა პარამენტის თავმჯდომარეს ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრის განცხადება გაახსენა, “ნაციონალური მოძრაობის” რადარებიდან გაქრობასთან დაკავშირებით, რაზეც უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში წინასწარმეტყველება უმადური საქმეა.
“მე ჩემს კოლეგას და მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, საკუთარ თავსაც მივმართავ, ჯობია ჩვენ ჩვენი გაკეთებული საქმეებით მეტად დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი უპირატესობა, ჩვენი სისწორე და საჭიროება ამ ქვეყნისთვის და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების გაქრობაც, რადარებიდან წასვლა და პროცენტების დაწევა. საქართველოს მოსახლეობა არის მოცემულობა – ის ვერ იმატებს და ვერ იკლებს ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე. რაც მეტ ადამიანს მოვწონვარ მე, რაც მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი რეფორმა ჩავატარეთ ჯანდაცვაში, ამაზე უკეთესი წინადადებები თუ გვექნება, ჩვენს მიერ გარემონტებული გზები, მომატებული პენსიები, გათავისუფლებული ბიზნესი და მედია, აშენებული შენობები და ა.შ., _ ამის კეთებით მოხდება ის, რომ თუ წინა არჩევნებზე მხარს გვიჭერდა 57%, ახლა ბევრს და კარგს რომ გავაკეთებ, კიდევ დამიჭერს მხარს 17% და ვის მოაკლდება ეს 17%? იმ ვიღაცას, ვისი რადარიდან გაქრობა თუ დასუსტებაა ამოცანა. თუ პირიქით იქნება ეს ამბავი, მე ვილაპარაკებ, რომ ახლა ამის დასასუსტებლად ვაკეთებ ამას და არა შენს გასაძლიერებლად, ძვირაფასო მოქალაქე, პროცესი წავა პირუკუღმა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

news
: news მარტი 17, 2015 11:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics