დავით სერგეენკო: მედიკამენტებზე ფასების ზრდა ლარის კურსის ცვლილებას უკავშირდება

მედიკამენტებზე ფასების მატებას ბუნებრივ პროცესად აფასებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.

მინისტრს შეკითხვა წამლების გაძვირებასთან დაკავშირებით დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაუსვეს.

დავით სერგეენკოს განმარტებით, მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. თუმცა, დიდწილად ფასების მატება ლარის კურსის ცვლილებას უკავშირდება.

მინისტრი ასევე ირწმუნება, რომ გაზაფხულისთვის მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასების კლება მოხდება.

„მე არ ვარ ფინანსისტი, მაგრამ გარკვეულ გავლენას კურსის ცვლილება იქონიებს მთელ რიგ ფაქტორებზე. ამ რეჟიმში სრულ ანალიტიკას ვერ გავაკეთებ. რიგი დასახელების მედიკამენტებზე ფასები მართლაც გაზრდილი არის სხვადასხვა პროცენტით და ეს დიდწილად დამოკიდებული უნდა იყოს კურსის ცვლილებაზე,“ – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ფავოროტი
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას თქმით, 2015 წელს თბილისის მერია უფრო ეფექტურად იმუშავებს