დავით საგანელიძე: არანაირი დაპირისპირება არ არის

news
: news მარტი 7, 2015 11:53 განახლებულია

დავით საგანელიძე: არანაირი დაპირისპირება არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მტკიცებით, დეპუტატ ელისო ჩაფიძესა და განათლების მინისტრის თანაშემწე ოთარ აბესაძეს შორის “არანაირი დაპირისპირება” არ არსებობს.
როგორც საგანელიძემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე აქვს ტყიბულში “ერთი-ორი პირის ზედმეტ აქტიურობას”, რასთან დაკავშირებული ინფორმაციითაც დაინტერესდება.
“არანაირი დაპირისპირება არ არის. არის გარკვეული თემა, რომელიც უკავშირდება ტყიბულში ერთი-ორი პირის ზედმეტად აქტიურობას, როგორც თავად ელისო ჩაფიძე ბრძანებს. ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, თუმცა როგორც ელისო ჩაფიძეს შევპირდი, ამ თემაზე გარკვეულ ინფორმაციას მოვიძიებ”, – აღნიშნა საგანელიძემ.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელისო ჩაფიძეს და განათლების მინისტრის თანაშემწე ოთარ აბესაძეს შორის დაპირისპირებაა.

news
: news მარტი 7, 2015 11:53 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics